English version below.

საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკა და ახალგაზრდების სრულფასოვანი წვდომა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე

2014 წლის 28 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი ოფიციალურად დამტკიცდა. დოკუმენტის მესამე თავი ეხება ჯანმრთელობას, მათ შორის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიზანია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმირებულობის და განათლების დონის გაზრდა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება.

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმირებულობის დონე ახალგაზრდებში საკამოდ დაბალია, აღნიშნულ საკითხებს არ ექცევა სათანადო ყურადღება როგორც ფორმალურ ისე არაფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეებში. საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპები სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხების სწავლებასთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ საქართველოში მაღალია აბორტების, ადრეული ქორწინების, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების რიცხვი.

ასოციაცია ჰერა – XXI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად  97 %  მიიჩნევს, რომ აუცილებელია ესაუბრონ მათ შვილებს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. თუმცა, სასკოლო სივრცეში ამ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება სრულფასოვნად არ მიმდინარეობს. ხშირია ბიოლოგიის სახელმძღვანელოში რეპროდუქციული სისტემის სწავლებისგან თავის არიდების შემთხვევები.

აღნიშნული ინფოგრაფიკით გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას ხელი შეუწყოს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდებში და მხარი დაუჭიროს შესაბამის პროგრამებს. ასევე მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას გააძლიეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სწავლების ადვოკატირება, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის და შესაბამისი სტრატეგიის იმპლემენტაციის მონიტორინგი და შეფასება.

ინფოგრაფიკა და ბლოგი მომზადებულია პროექტი “ევროპა ერთიანდება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების უფლებებისათვის “ ფარგლებში, ახალგაზრდული ორგანიზაციების CHOICE for Youth and და Sexuality and YouAct-ის მიერ, Share-Net International-ის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს შესაბამისი პოლიტიკის ცვლილებას 5 ევროპულ ქვეყანაში: კვიპროსი, საქართველო, პოლონეთი, რუმინეთი და ჰოლანდია.

საქართველოში პროექტი ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია – GYDEA, ასოციაცია ჰერა – XXI და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი – XXI-სთან პარტნიორობით.

 

Youth Policy in Georgia and young people’s access to the Comprehensive Sexuality Education

On March 28, 2014 Georgian government officially adopted Georgian Youth Policy document. Chapter 3 within policy document is dedicated to the health issues, sexual and reproductive health and rights are presented among them. According to the policy, Georgian government aims at raising  awareness about sexual and reproductive health and rights among young people and support accessibility to the youth-friendly services.

Although, until now lack of awareness about sexual and reproductive health and rights among young people is a big problem, these issues are not fully presented in formal and non-formal education activities. The negative stereotypes regarding teaching sexual and reproductive health and rights are widely shared.

According to the survey conducted by Association Hera XXI, on parents’ needs and attitudes towards CSE, 97 % of parents believe they should talk with their children about Sexual and Reproductive Health and Rights. Although, they prefer to provide information by themselves and sometimes refuse to have these issues included in schools curriculums, there are cases when teachers avoid providing information about sexual and reproductive health and rights due to the stereotypes and lack of special training in this field.

As a result of lack of CSE, the number of abortions, early marriages and STDs are very high in Georgia.

With these infographics (Georgian & English) we would like to encourage Georgian government to support raising awareness on sexual and reproductive health and rights among young people and support relevant programs. Also, we are encouraging civil society and NGOs to strengthen their actions towards CSE advocacy and increase monitoring and following-up process of the youth policy implementation in Georgia.

These infographics are produced as part of the Europe Unite for Comprehensive Sexuality Education Rights project implemented by the youth-led organisations CHOICE for Youth and Sexuality and YouAct, with support from Share-Net International. The project aims to encourage policy change in five European countries: Cyprus, Georgia, Poland, Romania and the Netherlands.

In Georgia the project is implemented in partnership with the Georgian Youth Development and Education AssociationGYDEA, Association HERA – XXI and Youth Development Center – XXI

You can find the PDF versions of the infographics here: Georgian & English.

Comments are closed.